სალომე ზურაბიშვილი: არცერთია პოლიტპატიმარი, ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე
“ვისაც ვიწყალებ, ყველა არის დამნაშავე, არცერთია პოლიტპატიმარი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას – თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს პრეზიდენტი „მთავარი არხის” ერთერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით.
„არაერთხელ ვთქვი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, გავიმეორებ, არცერთია პოლიტპატიმარი, არიან დამნაშავეები და ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველა დამნაშავეა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.