სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა გავააქტიუროთ და ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს

“საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამ უნდა მოიმოქმედოს – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის დაკავებაზე განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამ უნდა მოიმოქმედოს – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს შესაძლებლობებშია. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები