„ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს“ (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.
„ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი სრულიად განახლებული სახით 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს.
ვანის ახალ მუზეუმში მუდმივ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, წარმოდგენილი იქნება ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები