ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 132 წელი გავიდა

დღეს ქართველი სამხედრო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 132 წელი გავიდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს “ფეისბუქგვერდი” აქვეყნებს.

ალექსანდრე სულხანიშვილი: „ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობიც კი მიაქცევდა ყურადღებას. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო იგი დაბადებული“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები