ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკამზე მსხდომ ადამიანებს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს – ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ- ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები