გიორგი ვოლსკი: „საარჩევნო კოდექსი”, რომელიც მივიღეთ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საერთაშორისო სტდანდარტის საარჩევნო კოდექსი, რომელიც მიღებულია პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების ძალიან ფართო ჩართულობით, რაიმე მანიპულაციის საშუალებას არ ტოვებს.

„ვინც ამ დებატებს ადევნებს თვალ-ყურს,  შთაბეჭდილება შეექმნება ისეთი, თითქოს, ოპოზიციამ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა და ახლა დარჩათ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელის „სავსავით” არ ვიღებთ იმიტომ, რომ თურმე გვინდა, დავიტოვოთ რაღაც გასაძრომი, რაღაც მოვშალოთ ან არასწორად ჩავატაროთ. ყველას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ და, აქედან გამომდინარე, დღეს ხდება ამის კომპენსირება. ამაში იყენებენ თუ არა ეკა ბესელიას შემოთავაზებულ წინადადებას, ეს მეორე საკითხია. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს არის შეთანხმებული. მთავარი თემა არის, რომ „საარჩევნო კოდექსი”, რომელიც მივიღეთ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას და ჩვენ ამ მანიპულაციას არ ვაპირებთ. ვინც აპირებს, ეგ ჩვენ ვიცით. აქედან გამომდინარეობს ეს დებატიც და წარმოუდგენელი შემოტევაც, რომ, თითქოს, მემორანდუმის, კანონის, რაღაცის განხილვა არ გვინდა, რაღაცა ჩრდილით მიმდინარეობს, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საფუძველმოკლებული არგუმენტები თუ ამას “არგუმენტები” შიძლება, ეწოდოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიღებულია საერთაშორისო სტდანდარტის კანონი, „საარჩევნო კოდექსი”, რასაც თან ახლავს დამკვირვებელთა დიდი არმია, შიგნიდან თუ გარედან. გამორიცხულია, აქ ვერ დაიშვება ვერანაირად, 25 მეტრში იქნება თუ 30-ში, რომ რაიმე ვინმემ თვალებით მოახდინოს ფსიქოლოგიური გავლენა საარჩევნო უბნისკენ მიმავალ ადამიანზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები