ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი დაფუძნდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი დაფუძნდა.

ცენტრი იზრუნებს საქართველოს საბიბლიოთეკო, სამუზეუმო და, ზოგადად, კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.

მულტიფუნქციური ცენტრის პრიორიტეტია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, საგამომცემლო საქმიანობა და სხვა. ცენტრის ამოცანებია: საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ფართო კულტურული, სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და სამოქალაქო მიზნების მისაღწევად. ცენტრი მოიცავს საქართველოს ბიბლიოთეკებს, არქივებს, მუზეუმებს, უმაღლეს სასწავლებლებს, პროფესიულ სასწავლებლებს, საინფორმაციო, მულტიფუნქციურ ცენტრებს…

განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივ თვითმმართველობებში ვრცელი საგანმანათლებო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები