14 ივლისი ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა

1928 წლის 14 ივლისს თბილისში მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, ნოდარ დუმბაძე დაიბადა. მას 92 წელი შეუსრულდებოდა.
1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1950 წელს.
მუშაობს დაიწყო  უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასისტენტად, იმავდროულად, ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას.
1959-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა, იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
1967-1972 წლებში იყო ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი. 1972 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სასრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, ჟურნალ „მოლოდაია გვარდიას“ რედკოლეგიის წევრი.

გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

დუმბაძის ოთხი რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინოფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ. რეჟ. ლანა ღოღობერიძე); „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით (1972 წ. რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).

რომანები:
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ — 1960 წ.
„მე ვხედავ მზეს“ — 1962 წ.
„მზიანი ღამე“ — 1967 წ.
„ნუ გეშინია, დედა!“ — 1971 წ.
„თეთრი ბაირაღები“ — 1973 წ.
„მარადისობის კანონი“ — 1978 წ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები