ავთანდილ ბილანიშვილმა (“კაწრომ”) ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა
ავთანდილ ბილანიშვილმა, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა არხმა” შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთერთ მთავარ ფიგურანტად მოიხსენია, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა.
ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, ქარტიაში საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის სამი მთავარი პრინციპის დარღვევის ფაქტზე გაიგზავნა.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ ქარტიის 1-ელი, მე-3 და მე-11 პრინციპები დაირღვა. ბილანიშვილი გვარამიას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს.