პაატა იმნაძე: ზღვა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს, გაცილებით საფრთხილოა პლაჟი, თუ არ დავიცავთ დისტანციას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ზღვა კორონავირუსის გავრცელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მისი თქმით, საფრთხის შემცველია პლაჟი, თუ მოქალაქეებს შორის დისტანცია დაცული არ იქნება.

„ვირუსის გენეტიკური მასალა ნაპოვნია ჩამდინარე წყლებში, მაგრამ ამ ვირუსის გენეტიკური მასალა რამდენად სიცოცხლისუნარიანია, ამაზე უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ზღვა არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს, პლაჟი გაცილებით უფრო საფრთხილოა, თუ არ დავიცავით დისტანცია“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები