სოზარ სუბარი, ირაკლი ანთაძე და გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 ივლისს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბარმა, სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში – გიორგი ხოჯევანიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ – ირაკლი ანთაძემ მოინახულეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია მიეწოდა.

“აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორთა ჩართულობის მაღალ ხარისხზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი. მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით, რასაც მოწმობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები