გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობის პროცესი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობაში დახმარებისთვის „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის. სამადლობელ პოსტს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე” აქვეყნებს.

როგორც გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, ცოტნე გამსახურდია მკურნალობის კურსს გერმანიის ერთერთ წამყვან კლინიკაში გააგრძელებს.

„ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი გერმანიის ერთერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც, განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ”, – აღნიშნავს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები