ენერგო და წყალმომარაგების კომპანიებს შესაძლოა, 5%-ზე მეტი წილის გასხვისება აეკრძალოთ

სემეკ-მა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს შესაძლოა, ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აკრძალვის საფუძველი, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება, იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის-ოპერაციის შესაძლო ზეგავლენა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აუცილებელია, შეიქმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან და ხუთი პროცენტი და მეტი წილის ან აქციების გასხვისების, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების ან/და საოპერაციო აქტივის გასხვისების წინასწარი (ex ante) რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი.
“წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამგვარი მექანიზმის შექმნას და ავალდებულებს სისტემის ოპერატორებს, წინასწარ აცნობოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და ხუთი პროცენტი და მეტი წილის ან აქციების ან საოპერაციო აქტივის მთლიანი ღირებულების ხუთი პროცენტის, ან მეტის გასხვისების, ან და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვის თაობაზე“, – აღნიშნულია პროექტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები