არჩილ თალაკვაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ მობილიზაცია ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია მომავალშიც დასჭირდება, რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს.

მისივე თქმით, ქვეყანაში, ჯერჯერობით, სტაბილური ვითარებაა.

„სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არ უმჯობესდება, იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. იმ პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირებების გამო, რომელსაც, საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით,  მთავრობა ახორციელებს, ქვეყანაში ამ კუთხით რჩება სტაბილური ვითარება. შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად არ არის მაღალი, ასევე, იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და, საბედნიეროდ, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა ექიმს, ექთანს, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანაში არ მოხდეს COVID-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ კუთხით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები