ხანძარი შემოქმედში – დამწვარია ორსართულიანი სახლის მეორე სართული

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ხანძრის შედეგად მარგალიტა სადრაძის სახლის მეორე სართული დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ხის სახლში არავინ ცხოვრობდა.
როგორც ადგილობრივებმა “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, სახლის მეპატრონეები მხოლოდ თხილის სეზონზე, მოსავლის ასაღებად ჩამოდიოდნენ სოფელში.

ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ძველ გაყვანილობას გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები