„არქეოლოგიის დიდი ლეგენდა წავიდა“

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, არქეოლოგ ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე ეხმიანება.

„დიდი ქართველი არქეოლოგი, აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე გარდაიცვალა!
ბატონი ოთარის გარდაცვალებასთან ერთად დამთავრდა პრესიტორიული არქეოლოგიის ერთი დიდი ეპოქა საქართველოსა და კავკასიაში!
არქეოლოგიის დიდი ლეგენდა წავიდა!
ადამიანი, რომელმაც მთელი სიცოცხლე არქეოლოგიას შესწირა! ადამიანი, რომელმაც უამრავი მოსწავლე დატოვა (მათ შორის მეც).
ფასდაუდებელია ოთარ ჯაფარიძის გამოკვლევები საქართველოსა და კავკასიის ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კულტურების შესახებ. ოთარ ჯაფარიძის ნაშრომების გარეშე შეუძლებელია მტკვარ-არაქსის, მარტყოფ-ბედენის, თრიალეთისა და კოლხური კულტურების, ბრინჯაოს მეტალურგიის, ქართველ ტომთა ეთნოგენეზისა და სხვა მრავალი კულტურულ-ისტორიული საკითხებისა თუ პრობლემების შესწავლა.
ძალიან მინდოდა, რომ მომავალი წლის სექტემბერში ყველას ერთად აღგვენიშნა ამ ბრწყინვალე და გამორჩეული მეცნიერის, დიდი ადამიანისა და ჩვენი ძვირფასი მასწავლებლის 100 წლის იუბილე!ღმერთმა ნათელში ამყოფოს ქართული პრესიტორიული არქეოლოგიის პატრიარქი, ბატონი ოთარ ჯაფარიძე!
P.S. შარშან საქართველოში ყოფნის დროს ვესაუბრე. ყველაფერი აინტერესებდა. ამ ხნის ადამიანს აბსოლუტურად ნათელი გონება ჰქონდა, პატრა ნიუანსებიც კი არ გამორჩენია“, – წერს ჯონი აფაქიძე,  ბერლინი, 11 ივლისი 2020 წ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები