ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა გაიხსნა

ასპინძის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

“საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 23 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 30 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები