თერჯოლაში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 50 000 ლარი გამოყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის სურსათით დახმარება გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე – მანუჩარ რობაქიძესთან, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ – დიანა ფოცხვერაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუფოთსა და ჭოგნარში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვია, სასურსათო ნობათი გადასცა და მათ პრობლემებს გაეცნო.

მათივე ცნობით, ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 50 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები