„აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა გახდეს“

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის ეხმაურება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილების შემდეგ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის განცხადებას, რომ აია-სოფიას კულტურულ სტატუსს გადახედავს.

„იუნესკო მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, დაიწყოს დიალოგი ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ობიექტის უნივერსალურ ღირებულებაზე“.

საყდრისის კომიტეტს მოაქვს თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვებიც, ვინც თავის დროზე სპეციალური დეკრეტით მეჩეთს მუზეუმის სტატუსი მიანიჭა:  „აია  სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა გახდეს“.

აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში 324-337 წლებში ააგეს, ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453 წელი) მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი აია სოფიას კულტურულ სტატუსს გადახედავს. იუნესკომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გამოცხადების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

იუნესკოს განცხადება სრულად იხილეთ აქ:
https://en.unesco.org/news/unesco-statement-hagia-sophia-istanbul?fbclid=IwAR12kn5GEvaDDoVsWBCORVznvrg70pTJjp8xtYTSln8Hi_H3BAFnvMTpVZQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები