თელავი-შუამთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა

თელავი-შუამთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის და „ფორდის“ მარკის სატვირთო მანქანის შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა.

დაშავებული 3 მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამის კვლევებს გადიან. როგორც “რეგიონულ კვირას ” საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ერთერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

” ერთთან არის გულ-მკერდის ტრავმა და ქვედა კიდურების დაზიანება, დანარჩენ ორ შემთხვევაში ზედა კიდურების მოტეხილობა და ტვინის შერყევა. 1 შედარებით მძიმე პაციენტია და დანარჩენი 2 საშუალო, მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.”- განაცხადა ჭონიაშვილმა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები