თერჯოლის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ  დავით გოგბერაშვილთან ერთად საზანოს საჯარო სკოლაში სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის – 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დაათვალიერეს და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 124 000 ლარით ფინანსდება, შპს “ჯავა” ასრულებს.

“სამუშაოები უკვე დაიწყო 10 საჯარო სკოლაში, სადაც რეაბილიტაციის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 462 ათასი ლარით მოეწყობა სველი წერტილები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს “მტმ” მიერ. 4 სკოლაში კი სამუშაოები უახლოეს მომავალში, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 24 საჯარო სკოლიდან 3 ახალი შენდება, 14 – ს კი რეაბილიტაცია უტარდება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები