რუსთავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, ზედგინიძის ქუჩაზე დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ფერმაში ელექტროსისტემის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო ტვ4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები