„ბურჯანაძე ურცხვად ტყუის, მან შვილი მომიკლა…“

   26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე, ნინო ბურჯანაძის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ, 2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურიშვილის დედამ კომენტარი გააკეთა. გარდაცვლილი პოლიციელის დედამ, 26 მაისის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნინო ბურჯანაძეს მატყუარა უწოდა. „ქალს სახეზე ღიმილი აქვს დაყენებული და ურცხვად ტყუის, უარს ამბობს იმ დანაშაულზე, რაც მისმა შვილმა ჩაიდინა. მაგისი ოჯახი იჯდა იმ მანქანაში. მე ყველაფერი ვიცი. ქალს გვერდზე ვუზივარ, შვილი მომიკლა და ახლა უნამუსოდ ლაპარაკობს!“, – განაცხადა მასურაშვილის დედამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები