ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ამ დასკვნის შემდგომ გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს რეალურ მიზეზს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ გიირგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს იმ რეალურ მიზეზს, თუ რა და როგორ მოხდა.

„ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დასკვნის შემდგომ გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს რეალურ მიზეზს, თუ რა და როგორ მოხდა. გამოძიების პროცესს უნდა დაველოდოთ. ამ პროცესში ყველა ჩართულია, ადვოკატები და პროკურატურა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები