გარდაბანში მცხოვრებმა აბიტურიენტმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, 7 ივლისს ეროვნული გამოცდა დაწერა

გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, 7 ივლისს რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი გამოცდაზე შესვლის დროს აბიტურიენტს ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. კორონავირუსი მოზარდს დღეს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ის აბიტურიენტები, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ერთ საგამოცდო სექტორში ისხდნენ, საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ.

ცნობისთვის, დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ბებიასა და შვილიშვილს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები