,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი – 2020″ – ლიტერატურული კონკურსი

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს: ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი – 2020″.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: ნიჭიერ ავტორთა გამოვლენა, ლიტერატურული პროცესების გააქტიურება, ქუთაისის კულტურულ – ლიტერატურული ტრადიციების შენარჩუნება – განახლება.
ჟიურის შემადგენლობაში არიან: თანამედროვე მწერლები, ლიტერატორები და საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
კონკურსის თემატიკა თავისუფალია.
კონკურსანტთა ასაკი შეუზღუდავია.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის.
საორგანიზაციო ჯგუფი არ მიიღებს ნაწარმოებს, რომელიც
1. უკვე გამოქვეყნებულია;
2. აქვს მდარე მხატვრული ღირებულება.
დაწუნებული ნაწარმოების ავტორს ეცნობება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.
საკონკურსო ნამუშევრების მიღება შეწყდება 18 ნოემბერს, ხოლო გამარჯვებულთა გამოვლენა – დაჯილდოება გაიმართება 18 დეკემბერს.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 250 ლარი;
II ადგილი – 150 ლარი;
III ადგილი – 100 ლარი;
ნომინაცია „ბიბლიოთეკის რჩეული“ – 50 ლარი.
ფულადი პრიზის გარდა I ადგილის მფლობელი გახდება „ჭადრის ოქროსფერი ფოთლის” ლაურეატი და დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით, II და III ადგილების მფლობელებს გადაეცემათ დიპლომები.
საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ „განთიადში“.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 18 ნოემბერი, 18:00 სთ. ნამუშევრები უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული ფორმით, სათაურით: „ლიტერატურული კონკურსი”.
მისამართი: ქუთაისი, ლილი ნუცუბიძის ქუჩა N1.
კონკურსში მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chadrisoqrospheriphotoli@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები