ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების – თაბაგრებისა და ზედა რგანის მოსახლეობა ახალი სასმელი წყლით ისარგებლებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – თაბაგრებსა და ზედა რგანში რამდენიმე ოჯახმა ახალი სასმელი წყალი მიიღო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წყალი ისეთ დასახლებებში მივიდა, სადაც ამ დრომდე მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებოდა. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა შპს „ჭიათურის წყალმა“ ორივე სოფელში, როგორც თაბაგრებში, ისე – ზედა რგანში წყლის რეზერვუარი მოაწყო. ახალი ქსელის საშუალებით თაბაგრებში  25, ხოლო ზედა რგანში 15 ოჯახი იქნება წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი.
აღნიშნული სოფლების მოსახლეობას დღეს ჭიათურის მერი – გივი მოდებაძე შეხვდა.
“მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ჭიათურის სოფლებში წყალმომარაგების კუთხით. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს ,,ჭიათურის წყალმა“ მუშაობა ძალიან ეფექტურად დაიწყო და ამის მოწმენი ვართ დღესაც. ყველა სოფელში ვგეგმავთ შესვლასა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობას“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები