აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით 90 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა

10 ივლისის მონაცემებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით ფერმერებმა 25,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, 90 ათასზე მეტმა ფერმერმა 3 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით), ასევე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს “ლიბერთი ბანკის” ფილიალებიც.
პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის ძალაშია დადგენილი წესი – 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე შესაძლებელია დიზელის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, 1-ელი სექტემბრიდან მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები