მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება ფერმერებმა ივნისის თვიდან დაიწყეს, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის კი მათ მოსავალი დაბინავებული უნდა ჰქონდეთ.
დღეის მონაცემებით, მთავრობის ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფერმერებმა 149 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 258 ტონა ქერის მოსავალი აიღეს. მოსავლის აღების პროცესს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში – შალვა კერესელიძე დაესწრო.
მხარის რწმუნებული დაინტერესდა, სარგებლობენ თუ არა ფერმერები სახელმწიფო პროგრამებით, რომლებიც მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში კორონავირუსის პანდემიის დროს შეიმუშავა. აღმოჩნდა, რომ ფერმერებმა ხელისუფლებისგან როგორც შხამქიმიკატები, ასევე შეღავათიან ფასებში საწვავიც მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები