კონსტანტინე თავზარაშვილი: სოფელ ციცაგიანთკარში მალე სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა

სოფელ ციცაგიანთკარში მალე სასმელი წყლის ახალი სისტემა მოეწყობა – ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გააცნო.
„სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მიმდინარეობს. შესყიდვის ღირებულება 358 844 ლარია. საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის პროექტმა – ,,ზრდა“  მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, ასევე, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის პროექტი – “ზრდა” დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთო-ს მხარდაჭერით იტალიის რესპუბლიკისგან მიიღო. გულწრფელი მადლიერება მინდა, გამოვხატო USAID-ის პროექტის – “ზრდა“, ეუთო-სა და იტალიის რესპუბლიკის მიმართ”, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებს.
ადგილობრივები გასული წლის 80 – იან წლებში მოწყობილი, ამჟამად უკვე ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობენ. შედეგად, მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები