გარდაბანში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გარდაბანში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ გარდაბნის მერიაში განუცხადეს, ინფიცირებულები ბებია და შვილიშვილი არიან.
მათი განმარტებით, ორივე მათგანი ამ ეტაპზე თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ინფიცირებული ქალი გუშინ შეიყვანეს გარდაბნის „ჯეოჰოსპიტალში“. სწრაფი ტესტის საშუალებით დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა განმეორებითი ტესტიც ჩაუტარდა და ბებიასა და შვილიშვილის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. დღეს დილით მივიღეთ პასუხები და ორივე მათგანს დაუდგინა კოვიდინფექცია. პაციენტები უკვე გადაიყვანეს თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში”, – განაცხადეს გარდაბნის მერიაში.