„ქსოვილი, როგორც ხელოვნება“ – ორენოვანი, ფერადი კატალოგი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კორეის სარეთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, სულ მალე გამოვა ხელოვნების სასახლის მხატვრული ქსოვილისა და კოსტიუმების კოლექციისადმი მიძღვნილი ორენოვანი, ფერადი კატალოგი: „ქსოვილი როგორც ხელოვნება“. ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია წერს ფეისბუქის გვერდზე.
„კატალოგში შევიდა ხელოვნების სასახლეში დაცული 150-ზე მეტი უნიკალური ნიმუშის ფოტო და აღწერილობა. კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება ჯერ სეულში, შემდეგ – თბილისში (თარიღს მოგვიანებით შეგატყობინებთ). ამ საქმეში გაწეული დიდი დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მინისტრის მოადგილეს ბატონ ლევან ხარატიშვილს, ჩვენი მუზეუმის მუდმივ მეგობრებსა და მხარდამჭერებს, ქალბატონებს: ნანა დოლიძეს, თეა ონიანს, ირინე საგანელიძეს, საქართველოს საელჩოს სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, მეგობრებო თქვენ გვაძლიერებთ ჩვენ, ჩვენ არ გავამტყუნებთ თქვენს იმედებს“, – წერს გიროგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები