ამირან სალუქვაძე: არსებობს მორალი, ზნეობა და აზროვნების უნარი, როცა შენ ცრუ ზარით აცდენ 112-ს, შესაძლოა, ვინმეს უჭირდეს და მას ვერ მიუსწრონ
არსებობს მორალი, ზნეობა და აზროვნების უნარი, როცა შენ ცრუ ზარით აცდენ 112-ს, შესაძლოა, ვინმეს უჭირდეს და მას ვერ მიუსწრონ, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და ტვ “პირველის” ჟურნალისტის, თამთა დოლენჯაშვილის ცრუ შეტყობინებას ეხმაურება.
“ჯარიმას ითხოვს კანონი, მაგრამ ასევე არსებობს მორალი, ზნეობა და აზროვნების უნარი, როცა შენ ცრუ ზარით აცდენ 112-ს, პოლიციის, სასწრაფოს თუ სამაშველოს სამსახურის ეკიპაჟს, ამ დროს, შესაძლოა, ვინმეს უჭირდეს და მას ვერ მიუსწრონ,”- წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტვ “პირველის” ჟურნალისტმა 112-ში გააკეთა შეტყობინება ჩხუბის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციას ჟურნალისტი დახვდა, რომელმაც განაცხადა, რომ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარა და ცრუ შეტყობინება გააკეთა.