„იქ დრამაა“ – სამეფო უბნის თეატრის უწყვეტი მარათონი

11 ივლისს,  20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრი და თემურ ჩხეიძის სახელოსნო, სამეფო უბნის თეატრის „იუთუბის“ და „ფეისბუქის“ არხებზე, ასევე თეატრის შესასვლელში შემთხვევითი გამვლელებისთვის, უწყვეტ მარათნოს გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ექვსი ავტორი და სამი მსახიობი წარმოადგენს იზოლაციის პერიოდში დაწერილი ტექსტების უწყვეტ მარათონს –
„ყველაფრის შესახებ, რაც გიყვართ, გაშინებთ, გძულთ, იცით ან აზრად არასოდეს მოგსვლიათ.

„რა დრამა იყო!“ ამბობენ ადამიანები და გულისხმობენ სიტუაციას ან მოვლენას ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომელიც განსაკუთრებული, ან ამაღელვებელი იყო. „დრამატულად განვითარებული მოვლენები“, – ამბობს ჟურნალისტი და იმის თქმა სურს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მოვლენების შედეგი უცნობი იყო. როცა დედა მიმართავს შვილს, რომელიც იტანჯება იმის გამო, რომ კინოში წასვლის უფლება არ მისცეს, იგი ამბობს:
„რა დრამა მომიწყვე!“ ამ შემთხვევაში ეს სიტყვა ემსახურება მოვლენიდან დისტანცირებას, გამოხატავს ირონიას ტანჯვის მიზეზის უმნიშვნელობისადმი. ამ სიტყვის ყოვედღიური გამოყენება მოკლებულია თითქმის ყველა მიმართებას დრამის ძირითად ელემენტებთან, რომელსაც ჰეგელი აღნიშნავს ტერმინით „დრამატული კოლიზია“.
ადამიანები „დრამას“ უწოდებენ დაკარგული შინაური ცხოველის ხანგრძლივ ძებნას, რომლის დროსაც არც წინააღმდეგობა და არც მტრული ძალა არ არსებობს. როგორც ჩანს, სიტყვები „დრამა“ და „დრამატული“ ყოველდღიურ მეტყველებაში გამძაფრებულ მოლოდინთან, ღელვასთან და გაურკვევლობასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მოვლენების ზოგიერთ სტრუქტურასთან…

წარმოდგენა გაიმართება სამეფო უბნის თეატრის შესასვლელში. შეგიძლიათ უყუროთ ქუჩიდან ან პირდაპირ ეთერში, ჩვენს Facebook და YouTube გვერდებზე)

სანახაობა დაიწყება საღამოს 20:00 საათზე და არ ვიცით, როდის დამთავრდება“…

 ავტორები: თემო რეხვიაშვილი, დავით ხორბალაძე, ვალერი ოთხოზორია, ანა სანაია, ალექსანდრე გოგოლაძე & თაკო შუკაკიძე.
მონაწილეობენ: მაგდა ლებანიძე, ქეთა შათირიშვილი, სოსო ხვედელიძე.
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები