ანსამბლი „ბასიანი“  – მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად

10 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ათონის დარბაზის ინიციატივით, 24 წლის მეკო ჩიტიშვილის დასახმარებლად ანსამბლი „ბასიანი“ LIVE-კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთი თვის წინ მეკოს ოსტეოსარკომა დაუდგინდა, სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა და ოპერაცია საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მეგობრებმა უკვე შეაგროვეს 441 695 ლარი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ერთად უნდა გაგრძელდეს  ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად.

ზურაბ წკრიალაშვილი, ანსამბლ ,,ბასიანის” დირექტორი:
,,ბასიანს“ არაერთ საქველმოქმედო კონცერტში მიუღია მონაწილეობა. ანსამბლის ბოლო ონლაინკონცერტი 20 მარტს ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გაიმართა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 10 ივლისს, კი მეკოს დასახმარებლად ანსამბლის წევრები კვლავ გაერთიანდებიან, -,,გვინდა დავეხმაროთ მეკოს და შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი ახალგაზრდა გოგონას გადარჩენაში. მსენელს ვთხოვთ, მითითებულ საბანკო ანგარიშებზე გადმორიცხონ თუნდაც ერთი ლარი. ახლა მეკოს სიცოცხლისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ“.

ანსამბლი ,,ბასიანი” უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2000 წელს ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. 2013 წელს კი ,,ბასიანს” მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.

,,ბასიანს“ წელს 20 წლის იუბილე აქვს. პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის გამო ყველა დაგეგმილი კონცერტი და ღონისძიება გადაიდო.

რეკვიზიტები :

„საქართველოს ბანკი“: #GE83BG0000000161685609 სალომე თაბაგარი

„თიბისი“: #GE93TB7551945061100035  თორნიკე მკალავიშვილი

„ლიბერთი“: #GE22LB0711143406610000  თორნიკე მკალავიშვილი

PayPal: gxosita@gmail.com

პლუს ქულების გადასარიცხად გამოიყენეთ ნომერი: 20001063889

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები