„წყალს საზღვრები არ აქვს“ – დოკუმენტური ფილმი „კავკასიის ახალი ტალანტების“ ორგზის გამარჯვებულია

დოკუმენტური ფილმის პროექტი „წყალს საზღვრები არ აქვს” „კავკასიის ახალი ტალანტების“ (NEW TALENTS CAUCASUS) ორგზის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორია – მარადია ცაავა, პროდიუსერები – მარიამ ჭაჭია, ლუჩიანო გლორ.

მარადია ცაავა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე – Cinéma du réel და Doclisboa, სადაც რეჟისორს შესაძლებლობა ექნება, ინდუსტრიულ პროგრამებში წარადგინოს პროექტი.

დოკუმენტური ფილმის პროექტმა „წყალს საზღვრები არ აქვს” უკვე მიიღო ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება. იგი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა. ფილმი ამჟამად პოსტპროდუქციის ეტაპზეა და მას მაყურებელი 2021 წელს იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები