გურჯაანში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სოფელ ჩუმლაყში მძღოლი სომხეთიდან საქართველოში 29 ივნისს შემოვიდა და, მთავრობის მიერ დადგენილი წესის თანახმად, ტესტირება რამდენჯერმე ჩაუტარდა. მძღოლს მხოლოდ მეოთხედ, psr მეთოდით ჩატარებულმა ტესტმა კორონავირუსი დაუდასტურა.

“ამ ეტაპზე, ინფიცირებული პირის 15- მდე კონტაქტია გამოვლენილი და მათი ტესტის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გვეცოდინება. ეპიდემიოლოგები 5 პირის კონტაქტების შესწავლას კიდევ აგრძელებენ და დღეს საღამოს ზუსტ რიცხვს დავასახელებთ”, –  განაცხადა ხიზანიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ჩუმლაყში ერთერთ სამაცივრე მეურნეობაში ცხოვრობდა.

მისივე ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და პაციენტი მკურნალობას თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები