სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა

საქართველოს მთავრობის სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ WTPO Awards 2020-ის ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, საქართველო ექვს ფინალისტ ქვეყანას შორისაა. ფინალში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს.

კონკურსი მიმდინარეობდა International Trade Center-ის მიერ, რომელიც გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტოა. გამარჯვებულები 14 ოქტომბერს განაში, WTPO-ს მე-13 კონფერენციაზე გამოვლინდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები