ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს

“ოპონენტები ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოცემაში NEWEUROPE გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით – „საქართველოს დაახლოება ევროატლანტიკურ ოჯახთან”.

მისი თქმით, ​ოპონენტები ცდილობენ, საგარეო ურთიერთობები და ფაქტორები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ.

„როდესაც ვსაუბრობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან პოლარიზებული და პოლიტიზირებული, სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები, უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ, საგარეო ურთიერთობები და ფაქტორები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ. ისინი ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს, მაგრამ იქ, სადაც გვაქვს რეალურად დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასებები, ჩვენ ვხედავთ ძალიან სწორ აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და საქართველო არის იმდენად წარმატებული, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებას. ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ხედავენ და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები