ბორჯომში სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

სპორტული მოედნის გასახდელი შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, აშენდა გასახდელი შენობა, მოეწყო გასახდელი ოთახები და საშხაპეები.
აღნიშნული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისაა და ევროკავშირის დაფინანსებით, ბორჯომის განვითარების ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია MercyCorps- ის მხარდაჭერით განხორციელდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გასულ წელს დაბა ახალდაბაში სპორტული მოედანი, სავარჯიშო ტრენაჟორები და საჭიდაო არენა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები