უმრავლესობის დეპუტატის, რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, თავისი კოლეგის, დავით მათიკაშვილის მამას “მთავარი არხის” მიერ მომზადებული “ფეიკსიუჟეტის” გამო გულის ოპერაციას უკეთებენ.
“ერთი კონკრეტული “ფეიკსიუჟეტის”, კონკრეტული ტყუილის კონკრეტული შედეგი – დათო მათიკაშვილის მამას, ირაკლი მათიკაშვილს ამ წუთებში თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ. დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური ექიმების დახმარებით, კარგად იქნება, მაგრამ რაიმე ადამიანური ხომ უნდა ჰქონდეს ყველას, რომ რაღაცის დაბრალებით ადამიანები არ დააავადმყოფონ და არ მოკლან?! და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი დეპუტატია და ნებისმიერი გზით გინდა მისი გაშავება?!”, – წერს რატი იონათამიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.