„ასეთი მხატვრით იამაყებდა ნებისმიერი დიდი ქვეყანა!“

იოსებ გაბაშვილის პირველი პერსონალური გამოფენის გახსნას „ცისფერ გალარეაში“ ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ქუთათელაძე ეხმაურება სოციალურ ქსელშ .
„ცისფერ გალერეაში“ გაიხსნა სოსო გაბაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა. პირველი გამოფენა გაიხსნა მხატვრის გარდაცვალებიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ!
რა ქვეყანაში ვცხოვრობთ! როგორი დიდი მხატვარი გვყოლია, ახლა უნდა შეიტყოს ხალხმა?!
უნიჭიერესი, ნოვატორი, გაბედული, დროის წინ გამსწრები, მაღალპროფესიული, საოცარი გემოვნების პატრონი, ნაყოფიერი შემოქმედი! კიდევ ბევრი სახოტბო სიტყვა მემეტება.
ასეთი მხატვრით იამაყებდა ნებისმიერი დიდი ქვეყანა! აი, როგორი სკოლის პატრონია ქართული სახვითი ხელოვნება! და რადგან ხელოვნება ფასდება იმით, თუ როგორაა სახელგანთქმული, სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, და არა კერძო პირებისა, თუ ნათესავ-ახლობლების, შორს გაიტანონ ასეთ ხელოვანთა შემოქმედება! მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები არიან სახელმწოფის სახის მაჩვენებლები და არა პოლიტიკოსები, მით უფრო, „ვაი-პოლიტიკოსები“! პატივი მიაგოს ჩვენს ხელოვნებას, იზრუნოს მასზე ხელისუფლებამ! ხოლო ამ გამოფენის დათვალიერება გაამდიდრებს თქვენს სულს! მიბრძანდით „ცისფერ გალერეაში“! -წერს რუსუდან ქუთათელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები