აქვს თუ არა ტრამპს პრეზიდენტად მეორედ არჩევის შანსი – მედვედევის შეფასება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის აზრით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევის შანსები ბრწყინვალე არ არის, რადგან პრობლემები მის რეიტინგზე ისახება, მაგრამ ეს ამერიკელების გადასაწყვეტია.

ამის შესახებ მედვედევმა “კომსომოლსკაია პრავდა”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ტრამპს ამჟამად ბევრი პრობლემა აქვს და ეს მის რეიტინგზე ისახება. მეტოქე მნიშვნელოვნად უსწრებს. მიუხედავად იმისა, რომ ის კრეატიული ადამიანია და შესაძლებელია, სასწაულიც მოხდეს, როგორც ოთხი წლის წინ. მაგრამ, ამჟამად ეკონომიკაში არსებული მძიმე ვითარების გამო, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული, ასევე, რასობრივ ნიადაგზე შეტაკებები, მისი შანსები ბრწყინვალედ არ გამოიყურება”, – თქვა მედვედევმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან არის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები