გიორგი გახარია: ორშაბათიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შიდა ტურიზმი ზაფხულის პერიოდში უფრო აქტუალური ხდება.
“ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული”, – აღნიშნა პრემიერმა.