სასწრაფოდ: დავით კეზერაშვილი თავისუფალია

   ექს-ან პროვანსის სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის ნაცვლად სასამართლომ კეზერაშვილს გირაო შეუფარდა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პატიმრობის საკითხზე ფრანგული სასამართლო დღეს მსჯელობდა. ყოფილი მინისტრის ექსტრადიციის საკითხზე ფრანგული სასამართლო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს გამოიტანს, კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: რიყისა და “ტელეიმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები