კარიტასის წარმომადგენლებმა ონის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან – შუქურა ჯაფარიძესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს – ეკატერინე მესხრიკაძეს შეხვდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ კარიტასის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და იმ დაგეგმილი პროექტებისთვის გადაუხადა მადლობა, რომლის განხორციელებაც ონის მუნიციპალიტეტში იგეგმება.

“ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი ითვალისწინებს 2 ძირითად კომპონენტს, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში და მოწყვლადი ფენების მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით, ასევე გარემოს დაცვის სფეროში, კერძოდ კი ნარჩენების მართვის კუთხით გეგმავს მწვანე საქმიანობის მხარდაჭერას, რომლის მიზანია, ჩეხურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ნარჩენების მდგრადი სისტემის შექმნა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები