ეკატერინე ტიკარაძე: რობოტი „პეპერი“ ელოდება მფლობელს, რომელიც მას გამოიყენებს

“რობოტი „პეპერის “ წარდგენა იყო ანონსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახის იქნება სამომავლოდ ტელემედიცინა საქართველოში”, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – შეუდგა თუ არა რობოტი „პეპერი“ მუშაობას.

„რობოტ „პეპერის“ წარდგენა იყო ანონსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახის იქნება სამომავლოდ ტელემედიცინა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ის ჯერ ელოდება იმ მფლობელს, რომელიც მას გამოიყენებს სხვა მიზნებისთვის“, – განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 18 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე საზოგადოებას წარუდგინეს რობოტი „პეპერი“, რომელიც ქართველ მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები