გია ვოლსკი: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე, ეს არის უზნეობა

“გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს სუფთა პოლიტიკური პლატფორმიდან გამომდინარე და ეს არის უზნეობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიების ხარისხი მაღალი უნდა იყოს.

“რეალური სიტუაციის შეფასებისთვის არსებობს ორი მეთოდი. ერთი, რაც ჰქონდა ჭაკუას – ცემა-ტყეპით შეუძლია, ამოიღოს ის ჩვენება, რაც აწყობდათ და არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც გამოძიება უნდა წავიდეს ყოველგვარი დარღვევის გარეშე. თუკი ეს პროცესი გაიწელა არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდა, რომ ეს პროცესი დამთავრდეს, არამედ იმიტომ, რომ პასუხები იყოს ზუსტი და არ დარჩეს შეკითხვა, რომელსაც არ ექნება შესაბამისი, პროფესიონალური პასუხი. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტთან დაკავშირებით ნებისმიერი მსჯელობა არის პოლიტიკური მსჯელობა. გამოძიების ხარისხი უნდა იყოს მაღალი. შეიძლება, შეგიკეროთ ერთ კვირაში პიჯაკი და მაღალი ხარისხით და შეიძლება, ორ საათში, მაგრამ არ იქნება ლამაზი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები