ზესტაფონში სკოლის მოსწავლეებთან ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა.

აქტივობის ფარგლებში, ზესტაფონში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ დაცული ტერიტორიების როლსა და მნიშვნელობას, რეინჯერების საქმიანობას და იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ მუშაობაში გამოიყენება.

მსგავსი ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრები წლის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონს მოიცავს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფორმირებასა და აქტიურ ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები