ლექსო ალექსიშვილი: საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაცია ფისკალურ პოლიტიკაზე წაადგება შემდგომ ანალიზსა და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხს

“პრეზენტაცია წაადგება შემდგომ ანალიზსა და შემდეგ უკვე კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხებს”, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

მისი შეფასებით, შეხვედრაზე ყველა აქცენტი სწორად იყო დასმული.

„პრეზენტაცია გაკეთდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, რომელზეც ამერიკელი ექსპერტები მუშაობდნენ. საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია იყო, რომელმაც, პრაქტიკულად, ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ქვეყანაში დგას და ზუსტად გაუსვა ხაზი იმ აქცენტებს, რომლებიც მიმდინარეობს. საუბარი ფოკუსირებული იყო ფისკალურ თემატიკაზე, საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე. ყველა აქცენტი ძალიან სწორად იყო დასმული და ჩვენ ამას ნამდვილად ვიზიარებთ ყველა იმ პოტენციური რისკით, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლებისა და საბიუჯეტო თვალსაზრისით”, – აღნიშნა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები